საარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: წერეთლის, საიმერლოს, ბეგლიარისა და დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული აქცენტი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.