საბერძნეთში ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ათენიდან 140 კილომეტრის მოშორებით, კორინთოს მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს დაიღუპა.

საბერძნეთის პოლიციის სპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს ინფორმაციით, ამოღებული ცხედრები იმდენადაა დამწვარი, რომ მათი იდენტიფიცირებისთვის ლაბორატორიული ტესტებია საჭირო.

საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის თქმით, საბერძნეთში ტყის ხანძარი 29 სექტემბერს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, რამაც მისი კონტროლი გაართულა. ხანძრის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე, 15 მანქანა, შვიდი წყლის ბომბდამშენი და სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად, რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები