“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი – აჩიკო ბერიძე, ბათუმის დელეგატ აჭარის უმაღლეს საბჭოში – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, გონიოსა და კვარიათის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. აჩიკო ბერიძემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები