ზუგდიდში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ.
“შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო ვიბლიანთან ერთად ეცნობა.
სამუშაოებს ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები