აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს
აშშ 1-ელი დეკემბრიდან კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს.
როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-ში განაცხადეს, რომ კატარი მიიღეს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რაც კატარის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, 90 დღემდე პერიოდით, სავიზო პროცედურების გარეშე ესტუმრონ აშშ-ს
„კატარის მიერ უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.