გია ვოლსკი საზოგადოებას 2015 წელს რეფორმების შედეგებს ჰპირდება
საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის 2 წლისთავს და მისი გუნდის მუშაობის შედეგებს აფასებს.
დეპუტატის თქმით, ახალმა სახელისუფლებო ძალამ აღნიშნული დროის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნისათის სასიკეთო რეფორმები განახორციელა.
ვოლსკის განცხადებით, რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მკაფიოდ იგრძნობს ხელისუფლების მუშაობის შედეგებს.
“ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარდა, ეს ეხება ეკონომიკას, მედიცინას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სხვა სფეროებს. ძალოვანი სტუქტურა ჩამოყალიბდა ევროპული სახელმწიფოსათვის დამახასიათებლ ინსიტუტად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობაში გაკეთებული რეფორმები. განათლების თემასაც პოზიტურ შეფასებას მივცემდი. ყველა მიმართულებაში დარჩენულია დიდი რეზერვი, რომლის ამოქმედება აუცილებელია და 2015 წელს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი დაინახავს ამ რეფორმების შედეგებს“,- განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უმუშევრობის დაძლევა რჩება.
მის თქმით, ეს პრობლება ახალ მმართველ გუნდს ხელისუფლების მოსვლის დღიდან დახვდა.
ამიტომ ვოლსკის განცხადებით, მისთვის გაუგებარია “ნაციონალური მოძრაობის“კრიტიკა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა “ქართული ოცნების“ უმოქმედობითაა გამოწვეული.