სარფში საავტომობილო გზაზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა – დაშავებულები არ არიან
სარფში, ცენტრალური გზის საავტომობილო მონაკვეთზე გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა.
ქვის დიდი ლოდი სატვირთო ავტომობილს დაეცა, თუმცა, დაშავებულები არ არიან.
შემთხვევის გამო, ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.