“მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით” – მაჭარაშვილი

“მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

“რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საუბარი არ არის, როდესაც ასეთ რამეს ბედავს ოფიციალური პირი და სამწუხაროდ, მაღალი თანამდებობის მქონე პირი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოდან რომ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია, რა შეხვედრაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, რომ რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. ეს არის მოცემულობა, იმიტომ, რომ ქართული იდენტობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, ისევე როგორც ევროპული ღირებულება და კულტურაა დაფუძნებული ქრისტიანულ კულტურაზე. ამით ვართ ჩვენ ევროპულ კულტურასთან და ღირებულებებთან თანხვედრაში. მიხაილ როთი სხვა სამყაროს წევრია და შესაბამისად, ვერც ის და ვერც მისი მიმდევრები შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ ქართულ ეკლესიას. როთი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია ეთანხმება მიხაელ როთის, რომელიც არის ლგბტ დროშით და ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ეროვნული დროშით ხელში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხომ ვამბობდით, რომ ასე იქნებოდა? – ოპოზიცია იქნებოდა მიხეილ როთთან ერთად ლგბტ დროშით და ჩვენ ვიქნებოდით ეროვნული დროშით. ასეც მიდის წინასაარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები