ირაკლი კობახიძე: ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს მარტივ არჩევანს – ან ომი, ან მშვიდობა

დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები და უფრო მეტიც, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს, რეალურად, მარტივ არჩევანს.

„მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ან ომი, ან მშვიდობა, ან ის პროპაგანდა, რომელიც არავის მოგვწონს, ან ტრადიციული ფასეულობები, ან უნდა ავირჩიოთ ბნელ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან მძიმე დაგვამახსოვრა „ნაცმოძრაობამ“, როცა იყო 9 წელი ხელისუფლებაში, ან ხალხმა უნდა აირჩიოს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. არჩევანი არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთდება 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები