სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 733 გრამი) გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები