“მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია იმართება

13 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ტარდება თემაზე: „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს ეკონომისტის დღეს ეძღვნება.

“კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები