რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„13 სექტემბერს დელეგაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, ფხენიანში იმყოფებოდა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, კორეელ კოლეგებთან შედგა აზრების საგნობრივი გაცვლა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფართო წრის გარშემო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფხენიანში ვიზიტისას, შოიგუმ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან გამართა შეხვედრა.