ტრამპი – “გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კამალა ჰარისთან დებატები მე მოვიგე”
მე მივიღებ მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატებში,- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„როდესაც პროფესიონალი მოკრივე აგებს ბრძოლას, მისი პირველი სიტყვებია: „მე მინდა რევანში“. გამოკითხვები აშკარად ცხადჰყოფს, რომ მე მოვიგე დებატები ამხანაგ კამალა ჰარისის წინააღმდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, კამალა ჰარისმა და თაღლითმა ჯო ბაიდენმა გაანადგურეს ამერიკა.
„კამალამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მესამე დებატები არ იქნება!“ – დასძინა მან.