შაჰინი: აშშ-მა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მხარი უნდა დაუჭიროს

აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას,- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ჰელსინკის კომისიის შეკრებას, სადაც სომხეთის საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.

“სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკურ საზოგადოებისკენ მისასვლელად. აშშ-მა უნდა გააგრძელოს სომხეთის პროგრესის მხარდაჭერა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით, ასევე მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში” დაწერა სენატორმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები