რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს და ხაზი გაუსვა, რომ ყირიმელი თათრების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.