გორის მერია: სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

„გზის 940 მეტრიანი მონაკვეთით 100-მდე ოჯახი სარგებლობს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, სანიაღვრე სისტემა, ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები.

სამუშაოების ღირებულება 818 998 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. ნალექის დროს გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითს, ასევე სატრანსპორტო საშუალება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები