საქართველოს დიდი გეგმები აქვს ყველა სახის ტურისტის მოსაზიდად, როგორც ინდივიდუალური, ისე საკრუიზო ტურისტებისთვის, ქალაქ ბათუმის პორტის დახმარებით,- ნათქვამია “ბიბისის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია ტურისტულად აქტიურ განვითარებად ქვეყნებზე.
„ტურიზმი შედარებით ახალია საქართველოში”, – განაცხადა ტუროპერატორმა ნატალი ფორდჰემმა, რომელიც სპეციალიზებულია საქართველოს მიმართულებით.
„თბილისი ჩემი საყვარელი დედაქალაქია მსოფლიოში. მომხიბლავი ქუჩებით, ესთეტიკით, ძველი ციხის კედლებით, მუზეუმებით და სხვა.
საქართველო გვთავაზობს შედარებით ახალ კარიერულ გზას. მათ ჰყავთ ფანტასტიკური გიდები. ისინი აღფრთოვანებულნი არიან საკუთარი ქვეყნით, შესანიშნავად საუბრობენ ინგლისურად და სწავლობენ, როგორ მოერგონ სხვადასხვა ადამიანებს. ჩვენს ბევრ მოგზაურს, სურს ამ ქვეყანაში კვლავ დაბრუნება”, – თქვა ფორდჰემმა.
საქართველოსთან ერთად სიაში სერბეთი, მაროკო და გრენლანდია მოხვდა.