ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 24-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რამშტაინის ავიაბაზაზე შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.