ზურაბ ქადაგიძე – ლორა თორნტონს: საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმებს, მკვდარი სულების კონგრესმენებად არჩევას და ლიბერალიზმით ძირგამომპალ ადმინისტრაციას რომ მიხედოთ, არა?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ლორა თორნტონის ინტერვიუს ეხმიანება და ურჩევს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვას დრო საკუთარ ქვეყანაში დაუთმოს.

ქადაგიძე აქვე აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მათ შორის ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა, ოკუპაციის ხელშეწყობა მიიჩნეოდა დემოკრატიის შუქურად, გასაკვირი არაა მოზარდების დაცვა გარყვნილებისაგან და ქვეყნის დეოკუპაცია ფსევდოლიბერალებისათვის ავტოკრატიად იქნას აღიარებული.

„ქალბატონო ლორა, სამართლიანობის აღდგენა, არასრულწლოვანთა დაცვა ლიბერალური სიგიჟეებისაგან, მშვიდობის პოლიტიკა და ქვეყნის დეოკუპაცია გახდა ავტოკრატია?!

თუმცა, რა გასაკვირია – 180 ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტა, 300 000 პრობაციონერი, ათიათასობით პატიმარი, ოკუპაციაში ხელშეწყობა და საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დაწყების დაბრალება არ იყო თქვენთვის დემოკრატიის შუქურა და დასავლური ცივილიზაცია?!

ისე, საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმებს, მკვდარი სულების კონგრესმენებად არჩევას და ლიბერალიზმით ძირგამომპალ ადმინისტრაციას რომ მიხედოთ, რომელიც ომის დისტრიბუტორად იქცა მსოფლიოში, არა?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები