უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არ განაახლოს რუსეთთან თანამშრომლობა და დარჩეს გაეროს წესდების ერთგული

უკრაინა შეშფოთებულია ცნობებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთთან თანამშრომლობის განახლებასა და მოსკოვში მისიის გაგზავნას აპირებს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არ განაახლოს რუსეთთან თანამშრომლობა და დარჩეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების ერთგული.

„გაეროს მთავარი ფინანსური ინსტიტუტისთვის აბსურდული იქნება რუსეთის რეჟიმის ლეგიტიმაცია, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა გაეროს წესდების საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიული ომის წამოწყებითა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი სისასტიკით.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არ განაახლოს რუსეთთან თანამშრომლობა და დარჩეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების ერთგული. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს, წევრ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას, მოახდინონ აგრესორი სახელმწიფოს შემდგომი იზოლაცია და არ განაახლონ დიალოგი, სანამ რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მოკვლას და ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები