დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და პატრიარქის დაკრძალვის ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი
შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
„ხვალ შედგება სინოდის სხდომა 14:00 საათზე და გავაცხადებთ დაკრძალვის დეტალებს. ხვალვე გადავასვენებთ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში. იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.