ბაქო ერევანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა,- ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს.

„აზერბაიჯანული არმიის დანაყოფებმა აღნიშნულ მიმართულებაზე ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს“, – აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები