გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3-ზე იწყება
“გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3-ზე იწყება”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუნდების რეგისტრაცია 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.
“განაცხადის ფორმა – https://shorturl.at/nqiEk
შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით (დებულება – https://shorturl.at/JiA5u). გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოებით.
I ადგილი – 1 500 ლარი;
II ადგილი – 1000 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი;
შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი“. ტურნირი ტარდება ,,შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში.
ღონისძიება “შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ – ის ფარგლებში ტარდება”,- წერია ინფორმაციაში.