რუსეთის მტკიცებით, ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
ღამის განმავლობაში, ნოვოროსიისკს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო თვითმფრინავები დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ განაცხადა.
“ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს სანაპირო ზოლის მცხოვრებლებს, არ დატოვოთ სახლები, არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს და ზღვის მახლობლად ღია სივრცეში ყოფნისგან თავი შეიკავოთ”, – დაწერა კრავჩენკომ საკუთარ Telegram არხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები.
მოგვიანებით, ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონის თავდასხმა წარმატებით მოიგერია.