დიმიტრი მედვედევი: დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი – უკრაინის კონფლიქტი მათთვის მომგებიანია
დიდი განსხვავება არ იქნება იმაში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს თუ ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მომგებიანია.
“ამერიკას არავინ აინტერესებს, ამერიკამ მოგება ნახა ამ ომით, ტრამპი იქნება თუ ჰარისი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს”,- განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, როგორც მედვედევმა აღნიშნა, შეერთებული შტატები უკრაინის მისამართით მილიონობით დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს.