ომბუდსმენი: ის, რაც ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის  განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენისგან ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს.

“სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება”,- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები