გურჯაანში ავარიას ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ მოხდა.

გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები