ქვემო ვაშლოვანში, “სატბაოს“ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ქვემო ვაშლოვანში, “სატბაოს“ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ამფითეატრი და სცენა, მოეწყო სავალი ბილიკები, ფანჩატურები და დამონტაჟდა გარე განათება.
“გაკეთდა საპარკინგე სივრცე და სკვერის ცენტრალურ შესასვლელთან დაიდგა ,,ხორუმის“ ძეგლი
საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ,,ბერმუხასა“ და დამსახურებული ხულოელი ხელოვანის დავით აბულაძის ვარსკვლავი”,- წერია ინფორმაციაში.