„ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდევ ერთხელ მოვკლავდი” –  ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთი-მეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდევ ერთხელ მოვკლავდი”, – განაცხადა ბრალდებულმა.

ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები