სოფელ ორთუბანში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ორთუბანში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ორთუბანში საავტომობილო ხიდის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ხიდის გაფართოება, მოეწყო არმირებული რკინაბეტონის საძირკველი და ზეძირკველი, რაზეც განთავსებული იყო საავტომობილო გზისთვის განკუთვნილი რკინაბეტონის ფილები. ასევე განთავსდა გზის პარაპეტები.
პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოები შეასრულა შპს ,,ახალი სამშენებლო”-მ”, – წერია ინფორმაციაში.