ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთს საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სამი ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი გადაეცა

“ოზურგეთს საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სამი ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი გადაეცა”, – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მერის  თქმით, ახალი ტექნიკა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისს და მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვაში დაეხმარება.

“კიდევ ერთი შენაძენი გვაქვს – საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (რომელიც დამატებით 1.501.170 ლარს შეადგენს) გადმოგვეცა სამი ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი, რომელიც  კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისს და ნარჩენების მართვაში დაგვეხმარება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები