ლაგოდეხში, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში „ჰერეთის თასი 2024“ გაიმართა

29 აგვისტოს, ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და საქართველოში სტრიტბოლის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხში, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში, საკალათბურთო მოედანზე კახეთის ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში – „ჰერეთის თასი 2024“ გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

“l, ll , lll ადგილზე გასული გუნდები თასით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი მსაჯთა ჯგუფი მოემსახურა.

„ჰერეთის თასი 2024“ ორგანიზატორები – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები