ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

“ღონისძიების ფარგლებში, შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთში, ნარდსა და მკლავჭიდში, სადაც მუნიციპალიტეტის გუნდებმა და სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.სოფლის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურულ აქტივობებთა ერთად, მოეწყო  ბავშვებისათვის გასართობი სივრცე, ატრაქციონები.

დღის ბოლოს, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები, მაყურებლის წინაშე, კონცერტით წარდგნენ.

ღონისძიება, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას, მუნიციპალიტეტის მერი, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები