ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მურო მუმლაძის სახელობის ხსოვნის ტურნირი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მურო მუმლაძის სახელობის ხსოვნის ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრებაში მონაწილეობა 2007-2009 წელს დაბადებულმა ფალავნებმა მიიღეს.

გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიებში დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები