ბოლნისში, იოანე ბოლნელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ქალაქ ბოლნისში, იოანე ბოლნელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. iინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად იოანე ბოლნელის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 340 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი და გარე განათების ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა”,- წერია ინფორმაციაში.
ქ.ბოლნისის, სულხან-საბა ორბელიანის #106, საფოსტო ინდექსი 1100
საკონტაქტო პირი : თამარ ხოფერია , ტელ: 599859867
WWW.BOLNISI.GOV.GE