ბორჯომის მერია: ე.წ. “პლატოზე” ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია
ბორჯომში, ე.წ. ,,პლატოზე” ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.
დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.