ხობში ძმამ ძმა დაჭრა

ხობში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა.

ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე იქნა დაკავებული.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები