მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.