ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ჯგუფები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.