ბათუმში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.