ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხესთან 40 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.