სამტრედიაში ქურდობის მიზნით შესულმა მეზობელმა სახლის პატრონი ქალი მოკლა
სამტრედიაში მეზობელმა მეზობლის ქალი მოკლა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა იცნო, რის გამოც თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.