26 წლიანი პატიმრობა ქალბატონს, რომელიც ახალაიას გარემოცვას მილიონების „გათეთრებაზე“ არ დათანხმდა

გაზეთი „პრაიმტაიმი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მთავარ ფინანსისტთან სვეტა მაისურაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. მაისურაძე 2009 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და 58 წლის ქალბატონს 26 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სვეტა მაისურაძე ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. გამოცემასთან საუბრისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ფინანსისტი მისი დაკავების რეალურ მიზეზებზე საუბრობს. მისი მტკიცებით, თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გარემოცვას 3 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“ არ დათანხმდა და შესაბამისი დოკუმენტაცია ხელი არ მოეწერა, რაც მასზე ანგარიშსწორების მთავრი მიზეზი გახდა. „ერთ დღეს შემომიტანეს ფაქტურა – სამ მილიონ ლარზე უნდოდათ ხელი მომეწრა. უარი განვუცხადე. არც სამ მილიონზე და არც პრემიებზე მოვუწერე ხელი. ეს თანხა გამოყვეს არარსებული სამშენებლო სამუშაოებისთვის, დამატებითი ხარჯების სახით იყო გამოწერილი სამი მილიონი. საერთოდ, არ სჭირდებოდა ეს თანხა კოლონიას, რომელზეც ამბობდნენ, რომ ვითომ უნდა გაერემონტებინათ. სწორედ ამ საუბრის შემდეგ, მეორე დღეს მომხსნეს სამსახურიდან“, – ამბობს მაისურაძე. მისივე თქმით, დაიგეგმა სცენრი, რითაც ის დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ პატიმრების ახლობლებს სისტემატურად სძალავდა ფულს საპროცესო გარიგების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები