სამტრედია-საჯავახოს მონაკვეთზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
უმძიმესი ავარია მოხდა სამტრედია-საჯავახოს მონაკვეთზე.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.