პირი, რომელმაც თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრა დაკავებულია, მას 7- წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები