14 აგვისტოს თბილისი (გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
14 აგვისტოს თბილისი(გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე იმოქმედებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.