რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სასაზღვრო რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა.
BBC-ის ცნობით, კრემლის ლიდერმა შეხვედრაზე, თქვა „თავდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანაა მტრის გაძევება, გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან“.
პუტინი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის მოტივაცია მოლაპარაკებების პოზიციის გაუმჯობესება იყო.