ნაძალადევის გამგეობა ზღვისუბანში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს

ნაძალადევის გამგეობამ რაიონში კიდევ ერთი სკვერის მოწყობა დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სკვერი ზღვისუბანში 2 300 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერისმოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისისამუშაოები 2 300 კვ. ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია განათების ბოძები, სარწყავი და სამეთვალყურეო კამერების სისტემა, კალათბურთის მინი მოედანი, ტრენაჟორები დადასასვენებელი პავილიონი. დაწყებულიამოპირკეთების სამუშაოებიც, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 800 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები