გარდაიცვალა 51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველია დაკავებული
51 წლის მამაკაცი, რომლის რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რევაზ მიხანაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს დაშავდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან კრიტიკულად მძიმე იყო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი – დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება 9 აგვისტოს დაუმძიმა.