პრეზიდენტი: ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

„ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ“, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა – ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები